“რაც შეეხება აივ ინფექციის შემთხვევას, ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, კლინიკა რომელიც ტოვებს ამ პროგრამას, ვალდებულის სოციალურ სააგენტოს მიმართოს წერილობით, რომ ის ტოვებს პროგრამას 2 თვით ადრე,რაც ბატონ თენგიზს არ გაუკეთებია. აქედან გამომდინარე დაველოდები დამატებით ინფორმაციებს. სხვა შემთხვევაში თუ კლინიკა ტოვებს პროგრამას, მას კანონის ფარგლებში ერიცხება 10%-იანი ჯარიმა წინა წლის შესრულებული სამუშაოების ფარგლებში. სოციალური სააგენტოსთვის ბატონ თენგიზს წერილით, რომ ის პროგრამას ტოვებს, არ მიუმართავს.”
ეკატერინე ტიკარაძე – ჯანდაცვის მინისტრი
ცნობისათვის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საავადმყოფომ 20 აგვისტოდან შეწყვიტა აივ/შიდსითა და კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების სტაციონარულად მკურნალობა, რის მიზეზადაც „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“ პირობების არარსებობას ასახელებს.
მისივე განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ ინფექციურ საავადმყოფოს სასამართლოში უჩივლა. მისი თქმით, საჩივარი 2020 წლის თებერვლით თარიღდება და ეფუძნება ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მომზადებული დასკვნას საავადმყოფოს სავალდებულო სავენტილაციო სისტემის არქონასთან დაკავშირებით. როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, არაერთი წელია, კლინიკა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს და სთხოვს, დაეხმაროს „გადაუდებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარებაში.“