ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კოვიდინფიცირების 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაცია  stopcov.ge-ზე  განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 411 შემთხვევაა დადასტურებული.​ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 132-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 848 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 269.

იტვირთბა....