პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, განახლდა მამაკაცთა პროფესიული ტური ჩოგბურთში. განახლებულ ტურში ნიკოლოზ ბასილაშვილი კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმს ხვდებოდა.
ბასილაშვილისთვის ეს იყო პირველი მატჩი 3 მარტის შემდეგ, როცა მან თბილისში ესტონეთის წინააღმდეგ დევისის თასის მატჩში ვლადიმირ ივანოვს 6:4, 6:1 მოუგო. ატპ-ის დონეზე კი მან ბოლოს თებერვლის მიწურულს ითამაშა დუბაის ტურნირზე, სადაც მეორე წრეში წააგო გერმანელ იან- ლენარდ შტრუფთან – 1:6, 0:6.
ბასილაშვილმა მეორე სეტში კანადელის გეიმებში მხოლოდ სამი ქულა აიღო. ოჟე-ალიასიმმა ორი ბრეიკი შეასრულა. საბოლოოდ, ჩრდილოამერიკელმა საათსა და 18 წუთში 6:4, 6:1 მოიგო და მეორე წრეში გავიდა. ბასილაშვილმა 2 ეისითა და 8 ორმაგი შეცდომით დაასრულა შეხვედრა.