მთავარი ციტატა

“ვერ არის საღ ჭკუაზე” – მირიან ნიკოლაძე არასრულწლოვან ზ.ხ.-ს მამაზე

“ლიკვიდირებული ვარ უკვე და იქედან გელაპარაკებით. ადამიანი ვერ არის საღ ჭკუაზე და მიიღეთ რაღაც ღონისძიება. თუ ფსიქიკური პრობლემები აქვს, ფსიქიატრიულში მოახვედრონ, თუ კრიმინალთან გვაქვს საქმე, მაშინ აღმოჩნდეს იქ, სადაც უნდა აღმოჩნდეს. თავიდან გვეცინებოდა, მერე სერიოზულად შევხედეთ, ახლა უკვე სახიფათო გახდა”

მირიან ნიკოლაძე, გიორგი შაქარაშვილის ბიძა

TV პირველი

შეგახსენებთ, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამამ “ტვ პირველი” ეთერში განაცხადა, რომ მას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგეგმება მირიან ნიკოლაძის ლიკვიდაცია.

ცნობისთვის, დღეს არასრულწლოვან ზ.ხ-ს სახლში ჩხეკა ჩატარდა.

“დღეს 10:00 საათზე მოვიდნენ, წაიღეს ჩემი კომპიუტერი, მობილური ტელეფონი და თავდაცვის სამინისტროს საბუთი. ეს სამი რაღაც წაიღეს. დაიწყო ჩემზე თავდასხმა, დავაანონსე რომ ასეც იქნებოდა”, – აცხადებს ზ.ხ. -ს მამა.

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნი ზ.ხ.-ს მამამ პროკურატურასთან შიმშილობა სამი დღის წინ დაიწყო. თამაზ ხომასურიძე შვილის სიცრუის დეტექტორზე დაკითხვის გარდა, იმ პროკურორის აცილებას მოითხოვს, ვინც მის შვილს ჩვენება მიაცემინა. ხომასურიძე ამბობს, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლა მოხდა.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი 21 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, პროცესი შეჩერდა, ვინაიდან დაკავებული ზ.ხ. შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

იტვირთბა....