ახალი ამბები მთავარი ციტატა

“გუშინ მქონდა კომუნიკაცია ერთ-ერთ პიროვნებასთან, მირიან ნიკოლაძეს გამოუტანეს განაჩენი” – ხომასურიძე

“გუშინ მქონდა კომუნიკაცია ერთ-ერთ პიროვნებასთან, რომელიც არის “თეთრი ისარის” წარმომადგენელი, თავიანთ თავს უწოდებენ ინკვიზატორებს, მათ გამოიკვლიეს რომ ჩემი შვილი არის უდანაშაულო. მითხრეს რომ სამართალს ჩვენ დავამყარებთ და შენ გაჩერდიო. მირიან ნიკოლაძეს გამოუტანეს განაჩენი ადრე, იმის გამოო რომ მან გაათავისუფლა ნარკობარონი, ადრინდელ საქმეზეა ლაპარაკი. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები თვითონ გამოვიდნენ კონტაქზე ჩემთან.”

თამაზ ხომასურიძე – შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამა

“TV პირველი”

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნი ზ.ხ.-ს მამამ პროკურატურასთან შიმშილობა სამი დღის წინ დაიწყო. თამაზ ხომასურიძე შვილის სიცრუის დეტექტორზე დაკითხვის გარდა, იმ პროკურორის აცილებას მოითხოვს, ვინც მის შვილს ჩვენება მიაცემინა. ხომასურიძე ამბობს, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლა მოხდა.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი 21 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, პროცესი შეჩერდა, ვინაიდან დაკავებული ზ.ხ. შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

იტვირთბა....