“პროკურატურას ნდობა აქვს ნულოვანი და მოლოდინი სწორედ ასეთი იყო, რომ ისინი არაფერს გამოიძიებდნენ”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.
როგორც ინაშვილმა აღნიშნა, არავინ ელოდა, რომ პროკურატურა სხვანაირ დასკვნას გააკეთებდა.
„ყველასთვის ისედაც ნათელია, პროკურატურა, პოლიციაც, სუს-იც არის პოლიტიკური იარაღი და ნაჯახი ივანიშვილის ხელში, რომლითაც ინარჩუნებს დღემდე ხელისუფლებას, მაგრამ ოქტომბერში ეს ვითარება დასრულდება, ივანიშვილი წავა ოპოზიციაში. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ზრუნავდეს სამუშაო ადგილების შექმნაზე, სიღარიბის შემცირებაზე, მიმდინარეობს მათთვის არასასურველი ბიზნესმენების დევნა, ამისთვის იყენებს ის ძალოვან უწყებებს და საგამოძიებო სტრუქტურებს. ჩვენს პროკურატურას ნულოვანი ნდობა აქვს და მოლოდინი სწორედ ასეთი იყო, რომ ისინი არაფერს არ გამოიძიებდნენ.
ისინი იძიებენ საქმეებს, რომლებიც ეხება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, სხვა შემთხვევაში თაროზე დებენ, ან ისეთ დასკვნებს აცხობენ, რომლისაც კაციშვილს არ სჯერა. ეს უკვე ნიშნავს, რომ არის აბსოლუტური უნდობლობა პროკურატურის მიმართ. ეს მარტო ამ საქმეში არ ჩანს, ეს ჩანს ბაჩალიაშვილის, შაქარაშვილის საქმეებში. ალბათ არავის ეპარება ეჭვი, რომ ეს წერილი ნამდვილად გახარიამ მიწერა „ლელოს“ დამფუძნებელს. „ლელოს“ განცხადებები ჩემში ეჭვს არ იწვევს“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.