ახალგაზრდა კაცმა თავის დაწვა სცადა, ის ფოთის პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს.
თამაზ გრატიაშვილი ამბობს, რომ პოლიციელები მასზე ზეწოლას ახდენენ, ეს კი იმის გამო ხდება, რომ დაკავების დროს ძალადობის გამო მან გენერალურ ინსპექციას მიმართა.
გრატიაშვილი ხულიგნობის ბრალდებით ივნისში დააკავეს. მისი თქმით, დაკავების დროს სამართალდამცველებმა ის სცემეს, რის შემდეგაც გენერალურ ინსპექციას მიმართა. ის ამბობს, რომ ემუქრებიან და სარჩელის გამოტანას სთხოვენ. გრატიაშვილი პოლიციელებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.

