“ამ საქმესთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ყველა დეტალი ვიცი, მაგრამ ამ თემაზე საუბარს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით არ ვაპირებ. არ მინდა არავისთან ჩემი პირადი სივრცის განხილვა.”
ნელი დოროყაშვილი – ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე
ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველ ჩოგბუთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელსაც გამოძიება ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო ედავება, ბრალი დაუმძიმდა.
ქართველი ჩოქბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირნა ჭკადუა სპორტსმენისთვის ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით გავრცელებლ ინფორმაციას ეხმიანება. როგორც ადვოკატი “ფეისბუკგვერდზე” წერს, აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა და ბასილაშვილს არა ბრალი დაუმძიმდა, არამედ დაუზუსტდა.
შეგახსენებთ, რომ 22 მაისს ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა მას შემდეგ განახორციელა, რაც ნელი დოროყაშვილი მის სახლში ბავშვის წასაყვანად მივიდა.