ქართველი ჩოქბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირნა ჭკადუა სპორტსმენისთვის ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით გავრცელებლ ინფორმაციას ეხმიანება. როგორც ადვოკატი “ფეისბუკგვერდზე” წერს, აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა და ბასილაშვილს არა ბრალი დაუმძიმდა, არამედ დაუზუსტდა.
პოსტში ირმა ჭკადუა წერს, რომ ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სპორტსმენის იმიჯის შელახვას ემსახურება.
ამასთან, ადვოკატი განმარტავს, რომ ბრალის მოხედვით, ნიკოლოზ ბასილაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, დაზუსტებული ბრალის მიხედვით, ეს პატიმრობის ვადა, 2 წლამდე შემცირდა.
“ამერიკის ცინცინატის ღია პირველობამდე, ორი დღით ადრე, მორიგი ფსიქოლოგიური ზეწოლა მსოფლიოს 27-ე ჩოგანზე.
დღეს, მედია საშუალებებით, ნიკოლოზ ბასილაშვილის წინაღმდეგ, მორიგი აბსურდული ინფორმაცია გაავრცელეს ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველებმა, რაზეც, გვსურს, მცირე განმარტება გავაკეთოთ:
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საუბარი, ბასილაშვილის წინაღმდეგ “ბრალის დამძიმების” შესახებ, არის მორიგი სპეკულაცია და ემსახურება სპორტსმენის იმიჯის შელახვას. გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ რეალურად, პროკურატურაში, ბასილაშვილის წინააღმდეგ, ბრალი დაზუსტდა და არ დამძიმებულა.
რადგან გამოძიების პირველ ეტაპზე, წაყენებული ბრალის მოხედვით, ნიკოლოზ ბასილაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, დაზუსტებული ბრალის მიხედვით, ეს პატიმრობის ვადა, 2 წლამდე შემცირდა.
შესაბამისად, გაურკვეველია რას გულისხმობენ, ბრალის დამძიმებაში, ნელი დოროყაშვილის ადვოკატები.
რაც შეეხება, გენდერული და სხვა ნიშნით ძალადობას, აღნიშნული ბრალდება, არის დამყარებული მხოლოდ ერთი ადამიანის – ნელი დოროყაშვილის ჩვენებაზე და არის მისი სუბიექტური შეფასება, რადგან საქმეში არ მოიპოვება არცეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ფიზიკური ან მორალური ძალადობის ფაქტს,” – წერს ირმა ჭკადუა
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველ ჩოგბუთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელსაც გამოძიება ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო ედავება, ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებსპორტსმენის ყოფილი მეუღლის ადვოკატმა, ანა თავხელიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ 22 მაისს ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა მას შემდეგ განახორციელა, რაც ნელი დოროყაშვილი მის სახლში ბავშვის წასაყვანად მივიდა.