“მედიიდან მშობლებმა მოითხოვეს რომ დაედგინათ ჩემი პიროვნება და ამის გამო იყო ეს გამოძიება. ჩემი მეგობრები ჩამომათვლევინეს, სახელები, გვარები და სად მუშაობენ. ალბათ უნდათ, რომ ჩემმა მეგობრებმა მე დამახასიათონ.”
აღნიშნული განცხადება, დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ე.წ. შეყვარებულმა ბაჩანა ლობჟანიძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან გააკეთა.
როგორც ლობჟანიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, პროკურატურას ჰქონდა გარკვეული კითხვები. კერძოდ, კი გამომძიებლებმა უფრო ვრცლად მოსთხოვეს პასუხების გაცემა.
მისივე თქმით, პროკურატურა ამჯერად მისი პიროვნების შესწავლით არის დაინტერესებული და თავად ამ ფაქტს ბაჩალიაშვილის ოჯახის მოთხოვნასთან აკავშირებს.