ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თბილისში დაჯგუფების წევრებმა ტაჯიკი ბიზნესმენები გაიტაცეს” – “ფორმულა”

თბილისში რამდენიმე დღის წინ ორთაჭალის 9 ნომერში მცხოვრები ორი ტაჯიკი ბიზნესმენი უცნობმა პირებმა ფულის გამოძალვის მოტივით გაიტაცეს – ინფორმაციას ამის შესახებ “ფორმულა” ავრცელებს.

მათივე ცნობით, გატაცებული პირები, მოგვიანებით თანხის მიტანის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მაგრამ გააფრთხილეს სამართალდამცავი უწყებებისთვის არ მიემართათ, რადგან გამტაცებლებს უწყებაში ახლობლები ჰყავდათ.

ერთ-ერთი ბიზნესმენი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს და გატაცების შესახებ არც კომენტარს აკეთებს. თუმცა, “ფორმულას” წყაროს ინფორმაციით, ბიზნესმენების საცხოვრებელ ბინაში პოლიციელები დადიოდნენ.

ფორმულასთან საუბრისას, თავად ბინის მფლობელი ირაკლი ჩაჩხიანი აცხადებს, რომ მის საკუთრებაში არსებულ ბინაში პოლიციელები სამი დღის განმავლობაში იმიტომ დადიოდნენ, რომ ბინაში მცხოვრები ბიზნესმენები დაზარალებულები არიან. მისი თქმით, ბიზნესმენები დაჭერილები იყვნენ.

იტვირთბა....