“ჩვენს სიტუაციაში, მეტი ტექნოლოგიითა და კავშირებით, ვირუსს გავრცელების უფრო კარგი შანსები აქვს. მას სწრაფად გადაადგილება შეუძლია. მაგრამ, ამასთანავე, ჩვენ გვაქვს ცოდნა და ტექნოლოგია, რომ ის შევაჩეროთ. ვიმედოვნებთ, რომ პანდემია სადღაც ორ წელიწადში დასრულდება.”
ტედროს ადანომ გებრეიესუსი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი ორ წელიწადში დასრულდება.
ცნობისთვის, მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 22 მილიონს გადააჭარბა.