ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ხელისუფლება ღიად უცხადებს ომს ინფექციურის თანამშრომლებს” – “ლელო საქართველოსთვის”

“ხელისუფლება ღიად უცხადებს ომს ინფექციურის თანამშრომლებს, იმ ადამიანებს რომლებმაც დაუღალავი შრომის ხარჯზე პანდემიის დროს საუკეთესო შედეგი გვაჩვენეს. ამ თვეების განმავლობაში მიღებული მილიონობით დახმარების, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარედან მიღებული ფინანსური რესურსის მიუხედავად, ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა ვერ მოახერხა ხელისუფლებამ ინფექციურისთვის. პირიქით, დაადანაშაულა საავადმყოფო და დავა სასამართლოს გადასცა.”

ანა ნაცვლიშვილი – “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი

ცნობისთვის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საავადმყოფომ 20 აგვისტოდან შეწყვიტა აივ/შიდსითა და კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების სტაციონარულად მკურნალობა, რის მიზეზადაც „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“ პირობების არარსებობას ასახელებს.

როგორც ცერცვაძე აცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრომ ინფექციურ საავადმყოფოს სასამართლოში უჩივლა. მისი თქმით, საჩივარი 2020 წლის თებერვლით თარიღდება და ეფუძნება ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მომზადებული დასკვნას საავადმყოფოს სავალდებულო სავენტილაციო სისტემის არქონასთან დაკავშირებით. “არაერთი წელია, კლინიკა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს  და სთხოვს, დაეხმაროს გადაუდებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარებაში”, – აღნიშნა ცერცვაძემ.

 

იტვირთბა....