ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ჩემი გვამი პირდაპირ პროკურატურის წინ დადონ, ჩემი შვილის გვამს კი ციხიდან გამოიტანენ” – არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამა

“ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად ვშიმშილობ. თუ ის დავუშვით, რომ არასრულწლოვნებს 16 საათი კითხავდნენ და ამაზე არავის რეაგირება არ ჰქონია, მაშინ სიცრუის დეტექტორის გამოყენება რატომ არ შეიძლება. 10 დღიან ვადას ვაძლევ სამართალდამცავებს, სახლში ყველა გაფრთხილებული მყავს, რომ სასწრაფო არ გამოიძახონ ცუდად, რომ გავხდები და ჩემი გვამი პირდაპირ პროკურატურის წინ დადონ, ჩემი შვილის გვამს კი ციხიდან გამოიტანენ.”

თამაზ ხომასურიძე – არასრულწლოვან ზ. ხ.-ს მამა

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნი ზ.ხ.-ს მამამ პროკურატურასთან შიმშილობა სამი დღის წინ დაიწყო. თამაზ ხომასურიძე შვილის სიცრუის დეტექტორზე დაკითხვის გარდა, იმ პროკურორის აცილებას მოითხოვს, ვინც მის შვილს ჩვენება მიაცემინა. ხომასურიძე ამბობს, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლა მოხდა.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი დღეს გრძელდება. თუმცა, პროცესი სეცერდა, ვინაიდან დაკავებული ზ.ხ. შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

იტვირთბა....