ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქობულეთში საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქობულეთში საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, შემთხვევა ქობულეთის კლასტერს არ უკავშირდება​ და ინფიცირებული კავშირში იმყოფებოდა ერთ-ერთ პირთან, რომელსაც კორონავირუსი გუშინ თბილისში დაუდასტურდა.

საოჯახო სასტუმროში მყოფი დამსვენებლები და ინფიცირებულის ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ასეთი სულ 18 პირია, მათგან 15 საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

იტვირთბა....