ახალი ამბები მთავარი სამართალი

“თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში არ არის არანაირი ალკოჰოლის, ნარკოტიკის, ფსიქოტროპული, ტოქსიკური ან სხვა ნივთიერების კვალი” – რამიშვილი

ექსპერტიზის შუალედური დასკვნის შემდეგ გამოქვეყნდება ბიოლოგიური, ობიექტური, რაოდენობრივი ანალიზის შედეგები, რომლითაც უნდა დადგინდეს, რამ გამოიწვია თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება – ამის სესახებ, დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

როგორც რამიშვილი აცხადებს, თვის ბოლოს საქართველოში უცხოელი ექსპერტებიც ჩამოვლენ, რომლებიც ექსპერტიზიის დასკვნას გადაამოწმებენ.

“ბიოლოგიური, ობიექტური, რაოდენობრივი ანალიზის შედეგები მოგვიანებით იქნება. ამ ანალიზებით უნდა დადგინდეს, რა წამალი რას ემსახურება და რა შედეგი შეიძლება გამოეღო და სიკვდილი რითი დადგა.

ეს არის შუალედური დასკვნა, რომლის თანახმადაც, თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში, კუჭში, ღვიძლში, ნაღვლის ბუშტში, ნაწლავში თურკმელში არ არის არანაირი ალკოჰოლი, არ არის არანაირი ნარკოტიკული ნივთიერება, ფსიქოაქტიური ნივთიერება, ფსიქოტროპული, ტოქსიკური ან სხვა ნივთიერების კვალი. აღმოჩენილია 4 სახის მედიკამენტი, მაგრამ ეს რა რაოდენობითაა დაუდგენელია. ეს ჩვეულებრივი წამლებია”, – განაცხადა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....