“ქართული ოცნების” დეპუტატის ენძელ მკოიანის ძმის აფეთქება სცადეს. მის ავტომანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, თუმცა ავტომანქანაში დამცავი ბალიშები გაიხსნა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამის შესახებ თავად ენძელ მკოიანის “ფეისბუქ” ჩართვიდან ვიგებთ.
აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგვიანებით გააკეთებს განცხადებას.

