მთავარი ციტატა

“ბასილაშვილი წლების განმავლობაში ახდენდა ეკონომიკურ ძალადობას, შედეგად დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას”- ადვოკატი

“მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ  ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით განხორციელებულ არაერთი ფიზიკური ძალადობის ფაქტს. ნიკოლოზ ბასილაშვილი წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.”

ანა თავხელიძე – ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ადვოკატი

“დღის ამბები”

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველ ჩოგბუთელს,  ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელსაც გამოძიება ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო ედავება, ბრალი დაუმძიმდა.

ქართველი ჩოქბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირნა ჭკადუა სპორტსმენისთვის ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით გავრცელებლ ინფორმაციას ეხმიანება. როგორც ადვოკატი “ფეისბუკგვერდზე” წერს, აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა და ბასილაშვილს არა ბრალი დაუმძიმდა, არამედ დაუზუსტდა.

შეგახსენებთ, რომ  22 მაისს ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ  ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა მას შემდეგ განახორციელა, რაც ნელი დოროყაშვილი მის სახლში ბავშვის წასაყვანად მივიდა.

იტვირთბა....