მთავარი ციტატა

“გამოძიება ნულიდან დაიწყო, რადგან მიზანი იყო, “ფლეშკა” გამქრალიყო”- ბაჩალიაშვილის ადვოკატი

“იმდენი სიყალბეა თავიდანვე დაწყებული, თავიდან დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები, იმიტომ, რომ როცა კომპიუტერი იქნა მიტანილი, ის “ფლეშკა” გაქრა  და ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, როცა მაღალჩინოსანი ეუბებოდა მამას, თქვენი გოგო სარშიაო. მიზანი იყო, ეს “ფლეშკა” გამქრალიყო. ახლა გამოძიება ნულიდან დაიწყო. გამიზნული რაც იყო, რომ ეს ყველაფერი თვითმკვლელობის კვალიფიკაცით ბოლომდე დარჩენილიყო, ყველაფერი ნულიდან დაიწყო.”

 

მიხეილ რამიშვილი – ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

ამის შესახებ ადვოკატმა “დღის ამბებში”განაცხადა.

ადვოკატი ექსპერტიზის შუალედურ დასკვნასასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთავარ კითხვებზე პასუხი ჯერ კიდევ გაუცემელია. 

ცნობილია თამარ ბაჩალიაშვილის ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, რომლის მიხედვითაც დგინდება,  რა შეიძლება გამხდარიყო  23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების მიზეზი. 

ამასთან, თეთრიწყაროს ტყეში, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა. ტყეში საგამოძიებო მოქმედებები სამედიცინო ექსპერტიზის ირგვლივ დასმული კითხვების სრულყოფილად გადასაწყვეტად ჩატარდა.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....