ახალი ამბები

ცნობილია ექსპერტიზის დასკვა, რომელიც ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზს ადგენს

ცნობილია თამარ ბაჩალიაშვილის ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ გარდაცვლილ 23 წლის პროგრამისტის სხვადასხვა სახის მედიკამენტები ჰქონდა მიღებული. ახალგაზრდა ქალის ორგანიზმში ძირითადად აღმოჩენილია წნევის წამლები. ასევე ბაჩალიაშვილს მიღებული აქვს ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, თუმცა რა რაოდენობით ჰქონდა მიღებული და იყო თუ არა ეს წამლები სიცოცხლისთვის ზიანის მომტანი, ცნობილი გახდება საბოლოო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ. ბაჩალიაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შუალედური დასკვნა “ფორმულამ” მოიპოვა.

ამასთან, დასკვნაში არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა აღმოჩენილი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული საშუალებების კვალი და ალკოჰოლი.

“შუალედური ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილია სხვადასხვა ნივთიერება, სხვადასხვა დასახელების პრეპარატი, რაოდენობა იქნება საბოლოო დასკვნაში აღწერილი. არის სხვადასხვა აბები, მაგრამ არ არის მითითებული არც ნარკოტიკული, არც ფსიქოტროპული. ასევე არაფერია ნათქვამი ალკოჰოლზე. მითითებულია ანთების საწინააღმდეგო ისეთი აბები, რომლებიც ადამიანმა შეიძლება მიიღოს ყოველდღიურად, რა თქმა უნდა, ეს დასკვნა გადამოწმდება შესაბამის სპეციალისტებთან, გადაეგზავნება სხვადასხვა ქვეყნის ტოკსიკოლოგებს და დაველოდებით საბოლოო დასკვნას” – ამის შესახებ ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....