21 აგვისტოს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილს სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს. მათივე ცნობით, მოსამართლემ მღებრიშვილი დამნაშავედ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით ცნო, რაც “სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას” გულისხმობს.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა 16 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქე, რომელიც “საზღვრის უკანონო გადაკვეთის” ბრალდებით 3 ივლისს დააკავეს, დაინტერესებული იყო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბინადარი ღამურებით, რომლებიც 5-10 ათას აშშ დოლარად “ლუგარის ლაბორატორიისთვის” უნდა გაეყიდა.

