თბილისში უბედური შემთხვევა მოხდა. საბურთალოზე, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოებს შორის არსებული ფანჯრის მეორე სართულიდან 60 წლის ქალი გადმოვარდა და გარდაიცვალა. როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადას 60 წლის ქალი ადგილზე ცოცხალი დახვდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.