ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სამტრედიის სასაფლაო უფროა, ვიდრე ევროპული ქალაქები” – გვარამია რეაბილიტირებულ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე

ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში რეაბილიტირებულ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აფასებს და თბილისი მერის, კახა კალაძის შესახებ წერს:

“დიდი ბოდიში, მაგრამ კალяძის გამწვანების სტრატეგიის ინსპირაცია აშკარად სამტრედიის სასაფლაო უფროა, ვიდრე ევროპული ქალაქები. ქურდების სასაფლაოებს აკეთებს ტიპი შუა ქალაქში, სად, რომელ ევროპულ ქალაქებში გინახავთ ეს ქაჯობა? იმდენად ხელოვნურ-დეკორატიულ (თან მალე რო მოკვდება და გახმება უტყუარად) სკვერებს ჩალიჩობს ტიპი, რომ მალე პლასტიკის ბუჩქებს და ყვავილებსაც ჩაარჭობს აქა იქ.

ვისაც ეს მოგწონთ, აშკარად ვერ გიგებთ (ძალიან რბილად რომ ვთქვა)” – წერს გვარამია.

პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია ორი დღის წინ დასრულდა.

ცნობისათვის, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მერიამ მწვანე ღობით 2020 წლის იანვარში შემოღობა.

იტვირთბა....