ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

(ვიდეო) “ე.წ. კანონიერ ქურდ “გულის” მეგობარმა საუზმის დროს ესროლა”

დმანისში დაბადებული და გაზრდილი, ე.წ. კანონიერი ქურდის, ნადირ სალიფოვის, იგივე “გულის მკველობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. როგორც ირკვევა, სავარაუდო მკვლელი მისი მეგობარი იყო და იარაღიდან მაშინ გაისროლა, როცა ისინი სასტუმროს რესტორანში ისხდნენ და მიირთმევდნენ.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ანტალიაში, ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. გავრცელდა კიდეც ვიდეო, სადაც აღბეჭდილია კრიმინალური ავტორიტეტის ბოლო წუთები.

როგორც თურქული მედია წერს, “გული” კრიმინალურ სამყაროში განსაკუთრებული ავტორიტეტით გამოირჩეოდა და ბოლო პერიოდში დაპირისპირებული იყო სხვა ე.წ. კანონიერ ქურდებთან, რომელთა შორის იყვნენ ქართველებიც.

 

 

იტვირთბა....