ახალი ამბები მთავარი სამართალი

ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდი “გული” ანტალიაში მოკლეს

ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი, ე.წ. კანონიერი ქურდი ნადირ სალიფოვი, მეტსახელას “გული” ანტალიაში, ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. წყაროს ცნობით, აზერბაიჯანული წარმოშობის კრიმინალურ ავტორიტეტს ზურგში ცეცხლსასროლი იარაღი ესროლეს.

47 წლის კრიმინალური ავტორიტეტი საქართველოში დაიბადა. ის და მისი ძმა, რომელიც ასევე ე.წ. კანონიერი ქურდია, დმანისში არიან დაბადებული.

წყაროს ინფორმაციით, მკვლელობას წინ უსწრებდა ანტალიაში ე.წ. ქურდული სამყაროს ავტორიტეტთა შეხვედრა, სადაც “გულისა” და ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან წარმოშობილ კონფლიქტის დეტალებზე ისაუბრეს.

 

იტვირთბა....