ახალი ამბები ვიდეო საზოგადოება

(ვიდეო) სავარაუდო მკვლელმა ე.წ. “კანონიერი ქურდის“ ბოლო წუთები ვიდეოზე აღბეჭდა

მედიაში გავრცელდა ე.წ. “კანონიერი ქურდის” ნადირ სალიფოვის (ლოტი გული) სიცოცხლის უკანასკნელი წამების ამსახველი ვიდეო.

არსებული ინფორმაციით, კადრები, მკვლელმა თავადვე გადაიღო, რამდენიმე წამში კი სალიფოვს თავის არეში ესროლა.

შემთხვევა ანტალიის ერთ-ერთ სასტუმროში მდებარე რესტორანში მოხდა.

თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის მალევე დააკავეს.

დაკავებული ხაგან ზეინალოვია. ის კრიმინალურ წრეებში „ბაკინსკის“ მეტსახელით არის ცნობილი და „გულის“ გარემოცვად მიიჩნევდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ის სალიფოვთან დაპირისპირებული კლანის მიერ იყო ჩანერგილი.

 

იტვირთბა....