“ფეისბუქი” დესკტოპ-ვერსიის კლასიკურ დიზაინს ყველასთვის ახალით ანაცვლებს. ამის შესახებ pop-up შეტყობინებას ამ სოციალური ქსელში კომპიუტერით შესვლისას მიიღებთ. განახლებას თან ახლავს ტექსტის გაზრდილი ზომა და პოსტების უფრო მკაფიო ხედვა. აჩქარებულია ჩატვირთვის დრო და დამატებულია ბნელი რეჟიმი, რაც მომხმარებელს თვალების დაძაბვისგან დაიცავს.
მათ, ვისაც ფეისბუქის ახალი დიზაინი უკვე ჩაერთო, ძველ ვერსიაზე დაბრუნება თავისუფლად შეუძლია, მაგრამ ეს მხოლოდ აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება. კომპანიის განცხადებით, სექტემბრიდან, ახალი დიზაინი სტანდარტი გახდება ყველა მომხმარებლისათვის.
„ახლა ფეისბუქში ჩვენ მრავალი რამ გავაუმჯობესეთ და მოხარული ვართ, რომ ახალი დიზაინი ყველას ექნება. ვიმედოვნებთ, რომ სექტემბრამდე, როდესაც კლასიკური ფეისბუქი უკვე აღარ იქნება ხელმისაწვდომი, შეგვატყობინებთ, როგორ გავაგრძელოთ მისი გაუმჯობესება“ — წერია “ფეისბუქის” განცხადებაში.