მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ჟვანია და მერსედესი იქ არ იმყოფებიან. სულ არ ვიცი ვინაა ეს ჟვანია, ვეძებ ჩემი შვილის მკვლელებს და ვისაც ვიპოვი აღარ გამოვახედებ ციხიდან, მაგრამ მტკიცებულებით. ვაი ჟურნალისტების გარდა დედამიწის ზურგზე ვერ იპოვით პროფესიონალს, რომელიც მეტყვის რომ მერსედესთან დაკავშირებით ლეგიტიმური ეჭვი არსებობს, თორემ მე მასწავლიან დაჭერას?!”
მირიან ნიკოლაძე – გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძამ და ოჯახის ადვოკატი
ტვ “პირველი”
ოჯახის ადვოკატმა “მერსედესის” მგზავრების შესახებ ისაუბრა. მირიან ნიკოლაძე ვარაუდობს, რომ ძირითადი აქცენტების გადატანას “მერსედესზე” ცდილობენ.
შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე დაკავებულები პროკურატურის ბრალდებას უარყოფენ და მათი ნაწილი სიმართლის დადგენის მიზნით, სიცრუის დეტექოტზე შემოწმებას ითხოვენ.
გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.