ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მე მასწავლიან დაჭერას?… მაპატიეთ, სხვა გამოსავალი არ მაქვს, უნდა ვთქვა” – შაქარაშვილის ბიძა

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძამ და ოჯახის ადვოკატმა “მერსედესის” მგზავრების შესახებ ისაუბრა. მირიან ნიკოლაძე ვარაუდობს, რომ ძირითადი აქცენტების გადატანას “მერსედესზე” ცდილობენ. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

„თავიდან გავდივართ 23 ტომს. გვინდა  ვინც დასასჯელია დაისაჯოს და არაფერი გამოგვეპაროს. რაც შეეხება მერსედესს, მაპატიეთ სხვა გამოსავალი არ მაქვს უნდა ვთქვა. ვისაც  ამ თემასთან მერსედესის მიბმა უნდა იმას კარგად გამოსდის, რადგან როგორც ჩანს დარჩა კითხვები. მას უნდა აქცენტები გადავიდეს მერსედესზე, რომელსაც შემდგომ ვერანაირი მტკიცებულება ვერ დაადასტურებს.

მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ  ჟვანია და მერსედესი იქ არ იმყოფებიან. სულ არ ვიცი ვინაა ეს ჟვანია, ვეძებ ჩემი შვილის მკვლელებს და ვისაც ვიპოვი აღარ გამოვახედებ ციხიდან, მაგრამ მტკიცებულებით. ვაი ჟურნალისტების გარდა დედამიწის ზურგზე ვერ იპოვით პროფესიონალს, რომელიც მეტყვის რომ მერსედესთან დაკავშირებით  ლეგიტიმური ეჭვი არსებობს, თორემ მე მასწავლიან დაჭერას?“ – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულები პროკურატურის ბრალდებას უარყოფენ და სიმართლის დადგენის მიზნით, სიცრუის დეტექოტზე შემოწმებას ითხოვენ.

გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....