ევროპის სახალხო პარტიამ მადრიდში მიმდინარე ყრილობაზე რეზოლუცია მიიღო, რომელიშიც საქართველოზეც არის საუბარი.
„წარმატებული რეფორმების შემდეგ , ჩვენ ვხედავთ დემოკრატიის უკუსვლას საქართველოში“ – ნათქვამია რეზოლუციაში.
ევროპის სახალხო პარტია მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლების აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მოღვაწეობენ გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ამ ქვეყნებში დემოკრატიული პროცესების განვითარების საქმეში.
რეზოლუციაში ასევე დაგმობილია „რუსთავი 2 „ -ის გარშემო მიმდინარე მოვლენები.
1976 წელს დაარსებული ევროპის სახალო პარტია ყველაზე დიდი პოლიტიკური ორგანიზაციაა ევროპაში. მასში 40 ქვეყნიდან 75 პარტიაა გაერთიანებული. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ევროპის სახალხო პარტიაში შემავალი ერთ-ერთი პარტიაა.
აღნიშნულ პარტიას ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ჰყავს ევროპარლამენტში.