“ვირუსის დაბრუნების რისკი ყოველთვის არსებობდა. ბოლო ორ თვეში ვირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი ზრდას განაგრძობს.”
ჰანს კლუგე – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი
“ჯანმოს” მონაცემებით, ევროპაში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ყოველდღიურად კორონავირუსის 26 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.
ბოლო მონაცემებით, ევროპის კონტინენტზე კორონავირუსის გლობალური შემთხვევების 17%-ი (კორონავირუსის 3.9 მილიონი დადასტურებული შემთხვევა) მოდის.