ყველა სათვალთვალო კამერა ამოღებულია და ახლა პროკურატურაში იმ საკმაოდ გრძელ მარშუტებს განიხილავენ, რომელიც ბაჩალიაშვილმა გაიარა – ამის შესახებ, დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ბაჩალიაშვილის გადაადგილების შესწავლით ისინი ცდილობენ დაადგინონ ხვდებოდა თუ არა თამარი გზად ვინმეს.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.