ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ ვაშაძე „ნაცმოძრაობას“ განიხილავს მთავარ კონკურენტად, ვეტყვი, რომ ყველას მთავარი სამიზნე ივანიშვილი უნდა იყოს და არა – ოპოზიცია” – დეკანოიძე

‘ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი იყო პეტრო პოროშენკოსთან შტაბში მუშაობა, როდესაც მან არასწორი გადაწყვეტილება მიიღო მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. ზოგისთვის რა არის მისაღები და ზოგისთვის – რა. ჩვენ არ ვუყურებთ ამას პიროვნული წერტილიდან. გასაგებია, რომ გიორგი ვაშაძეს თავისი მოსაზრებები, ამბიციები აქვს, მაგრამ ჩვენი პარტიის სამიზნე სხვა ოპოზიციონერები არ არიან. ძალიან ბევრი მოსაზრება და გულისტკივილი მოდის ჩვენი პარტიის ამომრჩევლის მხრიდან. ისანში ჩვენ ძალიან ძლიერი ორგანიზაცია გვაქვს, ამიტომ თუ გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ განიხილავს მთავარ კონკურენტად, მინდა, მას ვუთხრა, რომ ყველას მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს და არა – ოპოზიცია.”

ხატია დეკანოიძე – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა დღეს განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძე ისნის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი უნდა ყოფილიყო, თუმცა მან ოპოზიციის ერთობა დაარღვია, რათა პრემიერობის კანდიდატად მისი დასახელება სავალდებულო ყოფილიყო. ამ საკითხზე განცხადება გააკეთა „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემაც, რომლის თქმითაც, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ისნის ოლქში კანდიდატს დააყენებს, მას აუცილებლად დაამარცხებს.

იტვირთბა....