ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ღრმა კომაშია

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ღრმა კომაშია. ექიმების ცნობით, ნავალნის კომის დონე შესაძლებელია, გლაზგოს კომის შკალის მიხედვით, 5 ბალით განისაზღვროს, რაც ერთ-ერთი კრიტიკული მაჩვენებელია. ამის შესახებ „ტელეგრამ-არხი ბაზა“ იუწყება. მათივე ცნობით, სამედიცინო დოკუმენტებში პოლიტიკოსის დიაგნოზი აღნიშნულია როგორც „უცხო გენეზის კომა, მძიმე მოწამვლა.“

სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით კი, ალექსეი ნავალნის მკურნალობა ადეკვატურ რეჟიმში გრძელდება. ომსკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ნომერ პირველი საავადმყოფოს მთავარი ექიმის განცხადებით, ყველა სპეციალისტის მომსახურება ხელმისაწვდომია და გარეშე დახმარება არ არის საჭირო.

ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ალეკსეი ნავალნი ციმბირის  ერთ-ერთ კლინიკაში დააწვინეს

იტვირთბა....