“შიმშილობა არის ადამიანის პროტესტი, რომელიც გამოიხატება ამ სახით. შესაბამისად, ჩვენ არ ვაიძულებთ ამ შიმშილობას, ესაა მათი პოზიცია. რაც შეეხება ტელევიზორის ჩამოშორებას, ასე არ მოხდებოდა. შიმშილობა არ ნიშნავს ადამიანის რაიმე სახით შეზღუდვას. მათ მიეწოდებათ იმ მოუცლობის საჭმელი და სასმელი, რაც აქამდე მიეწოდებოდა.”
დავით ყაზარაშვილი – გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი
ამის შესახებ დავით ყაზარაშვილმა ჟურნალისტებტან განაცხადა.
ცნობისათვის, გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ მოშიმშილე არასრულწლოვნებს კიდევ ერთი დაემატა. ამ ეტაპზე კი, 3 შიმშილობს. ამასთან, ადვოკატის ცნობით, არასრულწლოვნებს დასჯის მიზნით წაართვეს ტელევიზორები.
შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.