ახალი ამბები მთავარი ციტატა

“როდესაც გამოაცხადა შიმშილობა მას კამერიდან წაართვეს ტელევიზორი დასჯის მიზნით” – შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატი

,,დღეს ზ.ხ.- მ განაცხადა, რომ როდესაც გამოაცხადა შიმშილობა მას კამერიდან წაართვეს ტელევიზორი დასჯის მიზნით. ანალოგიურად წაართვეს ტელევიზორი ლ.შ.-ს და დღეს ა.ქ.- ს, რომელმაც გამოაცხადა შიმშილობა. მივმართავ იუსტიციის მინისტრს და სასჯელაღსრულების სამინისტროს, მიაქციეთ ამ ბავშვებს ყურადღება, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ დასრულდეს რამე ცუდად. ეს ადამიანები ითხოვენ სიცრუის დეტექტორს და არ გააჩნიათ საშუალება კომუნიკაცია დაამყარონ ოჯახის წევრებთან, თუნდაც სატელეფონო. მონდომებული არიან მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარონ პროცესები და გამოიტანონ გამამტყუვნებელი განაჩენი, სხვა აქ არაფერი არ იკითხება.”

გიორგი გელხაური – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატი.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. 

ცნობისათვის, გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ მოშიმშილე არასრულწლოვნებს კიდევ ერთი დაემატა. ამ ეტაპზე კი, 3 შიმშილობს.

გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

 

იტვირთბა....