მთავარი ციტატა

“ძალიან დამაბნევლად იქცევა როგორც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, ასევე გამოძიება”- მარიამ ჯიშკარიანი

“უფრო მნიშვნელოვანია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც ველოდებით. სამწუხაროთ, ამ დასკვნას ბოლო არ უჩანს. უკვე ცნობილი უნდა იყოს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ასევე, თუკი აქვთ დნმ-ის დასკვნა, ისიც ცნობილი უნდა იყოს. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს საგამოძიებო ექსპერიმენტი. მე ვფიქრობ, რომ ეს სამედიცინო ექსპერტიზას ვერ დაეხმარება. იმდენად დამაბნეველია გამოძიების მოქმედებები, რომ რას უნდა მიანიშნებდეს ეს ექსპერტიზა, დიდი მკითხაობაა საჭირო, ამ თემაში გავერკვეთ. ძალიან დამაბნევლად იქცევა როგორც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, ასევე გამოძიება.”

მარიამ ჯიშკარიანი – ცენტრ “ემპათიის” ცელმძღვანელი

“დღის ამბები”

ჯიშკარინის თქმით, რაში სჭირდება გამოძიებას ეს ექსპერიმებტი, ცოტა გაურკვეველია. 

თეთრიწყაროს ტყეში, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს. ექსპერიმენტს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებიან თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი და ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი. 

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი  ლაშა კოტრიკაძე თეთრიწყაროს ტყეში მიმდინარე საგამოძიებო ექსპერტიზას ეხმიანება როგორც პროკურორმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ტყეში საგამოძიებო მოქმედებები სამედიცინო ექსპერტიზის ირგვლივ დასმული კითხვების სრულყოფილად გადასაწყვეტად ტარდება.

 

იტვირთბა....