ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი განმარტავს, რატომ ტარდება თეთრიწყაროს ტყეში საგამოძიებო მოქმედებები

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი  ლაშა კოტრიკაძე თეთრიწყაროს ტყეში მიმდინარე საგამოძიებო ექსპერტიზას ეხმიანება როგორც პროკურორმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ტყეში საგამოძიებო მოქმედებები სამედიცინო ექსპერტიზის ირგვლივ დასმული კითხვების სრულყოფილად გადასაწყვეტად ტარდება.

მისივე თქმით,  შემთხვევის ადგილზე განთავსებულ ანალოგიური მარკის ავტომობილში დახურულ მდგომარეობაში უნდა განისაზღვროს როგორც ტენიანობა, ასევე ჰაერის ტემპერატურა.

,საქმეზე დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვების სრულყოფილად გადასაწყვეტად, შემთხვევის ადგილზე ტარდება საგამოძიებო ექსპერიმენტი. საგამოძიებო ექსპერიმენტით უნდა დადგინდეს შემთხვევის ადგილზე დღის განმავლობაში, ანუ 24 საათია განმავლობაში არსებული ტემპერატურა, კერძოდ, როგორც ტენიანობა ასევე ჰაერის ტემპერატურა. ასევე, შემთხვევის ადგილზე განთავსებულ ანალოგიური მარკისა და მოდელის ავტომობილში დახურულ მდგომარეობაში უნდა განისაზღვროს 24 საათის განმავლობაში როგორც ტენიანობა, ასევე ჰაერის ტემპერატურა“, – აღნიშნა ლაშა კოტრიკაძემ.

პროკურორმა განაცხადა, რომ დაგვიანებული არ არის, ვინაიდან, გამოძიებას შემთხვევის ადგილზე პირველად მისვლის დროს არსებული ტემპერატურაც დაფიქსირებული აქვს.

თეთრიწყაროს ტყეში, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს. ექსპერიმენტს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებიან თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი და ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....