ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

ონკოდაავადებების მქონე ადამიანებს სამკურნალო პრეპარატები სრულიად დაუფინანსდებათ

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებს სახელმწიფო პრეპარატებს სრულიად დაუფინანსებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ცვლილება ეხება იმ მნიშვნელოვან პრეპარატებს, რომელიც არის თანამედროვე მიდგომებით და ძალიან ეფექტური.

დღემდე ფინანსედებოდა ამ პრეპარატების მხოლოდ გარკვეული ეტაპი და ძალიან ხშირი იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც ჩვენი მოქალაქეებს საბოლოო ეტაპზე ვერ ახერხებდნენ მკურნალობას. ჩვენ ვიცით, რომ დაავადების ბოლო ეტაპზე ეს არის ძალიან რთული და სწორედ აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო იღებს თავის პასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეები ამ რთულ პერიოდში დააფინანსოს. პრეპარატების ახალი თაობა, რომელიც არის ყველაზე ეფექტური ამ დაავადებასთან ბრძოლაში, ხელმისაწვდომი იქნება ყველა იმ მოქალაქისთვის, ვისაც ეს სჭირდება”, — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განმარტებით, ამ დროისთვის სახელმწიფოს ონკოლოგიური პაციენტებისთვის ორი პროგრამა აქვს: ერთი 12 000 ლარით დაფინანსებას ითვალისწინებს, მეორე კი — 15 000 ლარით. ტიკარაძე ამბობს, რომ ეს პროგრამები მკურნალობის მეთოდით განსხვავდება, თუმცა დღეს დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, 8 000 ლარი ორივეს დაემატება.

იტვირთბა....