“საქმეს მწყემსი, ან „მარშუტკის“ მძღოლი ვერ გააყალბებს. კომპიტერიდან დაიკარგა ე.წ. ფლეშკა. ასევე წაშალეს მონაცემები კომპიუტერიდან, ტელეფონიდან- სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი….ბაჭულაშვილმა ფლეშკა გაშიფრა და იქიდან მეუბნებოდა მაგას შენი გოგო მაგარ შარშია გახვეულიო. მწყემსი, რომელმაც ცხედარი ტყეში იპოვა, სპეციალურად ტრიალებდა აღნიშნულ ტყეში და მიგზავნილი იყო”
ჯუმბერ ბაჩალიაშვილი – თამარ ბაჩალიაშვილის მამა
ამის შესახებ თეთრიწყაროს ტყეში ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მანვე განაცხადა, რომ თეთრიწყაროს პოლიციის მხრიდან ხელის დაფარება იწყება.
ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმის გაყალბებაში მაღალჩინოსნები იყვნენ ჩარეული. ბაჩალიაშვილის თქმით, საქმეს უბრალო ადამიანი, “მწყემსი, ან „მარშუტკის“ მძღოლი ვერ გააყალბებს”
თეთრიწყაროს ტყეში, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს. ექსპერიმენტს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებიან თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი და ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.