მთავარი ციტატა

“წაშალეს მონაცემები კომპიუტერიდან, ტელეფონიდან, სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი”- ბაჩალიაშვილის მამა საქმის გაყალბებაზე საუბრობს

“ბაჭულაშვილს და აფციაურს არ ვაპატიებ ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე ხელის დაფარებას, საქმის ჩაფარცხვას. ვურეკავ სამართალდამცველ ლადო ბაჭულაშვილს და მეუბნება, რომ ვმუშაობ, მაცადე, შენი გოგო მაგარ შარშია გახვეულიო და ამის შემდეგ ტელეფონს მითიშავს. ასევე კომპიტერიდან დაიკარგა ე.წ. ფლეშკა. ასევე წაშალეს მონაცემები კომპიუტერიდან, ტელეფონიდან- სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი….ბაჭულაშვილმა ფლეშკა გაშიფრა და იქიდან მეუბნებოდა მაგას.”

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი – თამარ ბაჩალიაშვილის მამა

ამის შესახებ თეთრიწყაროს ტყეში ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მანვე განაცხადა, რომ თეთრიწყაროს პოლიციის მხრიდან ხელის დაფარება იწყება. 

ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმის გაყალბებაში მაღალჩინოსნები იყვნენ ჩარეული. ბაჩალიაშვილის თქმით, საქმეს უბრალო ადამიანი, “მწყემსი, ან „მარშუტკის“ მძღოლი ვერ გააყალბებს”

თეთრიწყაროს ტყეში, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს. ექსპერიმენტს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებიან თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი და ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....