მთავარი ციტატა

“ავტომობილი იმ გზით უნდა შემოვიდეს, რა გზითაც ვითომ შემოვიდა, ასევე, ტემპერატურა გაიზომება ამ ავტომობილში”- ადვოკატი ექსპერიმენტზე

„ტემპერატურა გაიზომება ავტომობილში, აგრეთვე გაიზომება ის, თუ როგორ მდგომარეობაში იყო ცხედარი. ეს არის 24-საათიანი ექსპერიმენტი. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ დადასტურდეს ჭეშმარიტება.  უნდა შემოვიდეს ავტომობილი, რომელ ავტომობილშიც იყო თამარ ბაჩალიაშვილი და იმ გზით უნდა შემოვიდეს რა გზითაც ვითომ შემოვიდა. ეს მანქანა შემოყვანილი იყო და ამას ჩვენ დავადასტურებთ სატელიტური სურათების მეშვეობით.”

მიხეილ რამშვილი – თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატი

ამის შესახებ ადვოკატმა თეთრიწყაროს ტყეში ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ექსპერიმენტი განხორციელდება 24 საათის განმავლობაში, რომლითაც საქმეზე არსებულ კითხებს პასუხი გაეცემა. ადვოკატი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ საუბრობს.

თეთრიწყაროს ტყეში, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....