ახალი ამბები მთავარი ციტატა

“თამუნა იქ ჩავიდა იმისათვის, რომ ვიღაცას შეხვედროდა, ვინ იყო ეს ვიღაცა და რისთვის უნდა შეხვედროდა? ამ კითხვაზე პასუხს ვიპოვნით” – რამიშვილი

“ეს ვერ იქნებოდა თვითმკვლელობა, თამუნა გახდა ორგანიზებული და დაგეგმილი მკვლელობის მსხვერპლი, მანქანა კი მერე იქნა გადაყვანილი და მაგასაც გეტყვით როდის გადაიყვანეს… ჩვენ გვაქვს საფუვლიანი ეჭვი, ვიფიქროთ, რომ სერიოზული ადამიანებია გარეული საქმეში… ოჯახთან ერთად საქმეს აუცილებლად მივიყვან ბოლომდე და აუცილებლად დავადგენთ ვინ არიან ეს პირები, რომლებიც ამ საქმეში არიან გარეულნი. თამუნა იქ ჩავიდა იმისათვის, რომ ვიღაცას შეხვედროდა, ვინ იყო ეს ვიღაცა და რისთვის უნდა შეხვედროდა? ამ კითხვაზე პასუხს ვიპოვნით.”

მიხეილ რამიშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....