საქართველოში COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ქალაქგარეთ მდებარე უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაიზარდა – სტატიას ამის შესახებ Reuters აქვეყნებს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, 45 წლის ინჟინერმა, ლექსო ჩარკვიანმა, მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმის რაიონში ბოლო ორ წელიწადში 70 სახლი გაყიდა.
ჩარკვიანი სოფლებში მიტოვებული სახლებისთვის ახალ მეპატრონეებს ინტერნეტით ეძებს.
„კორონავირუსის გამო ქალაქგარეთ მდებარე უძრავი ქონების მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა, რადგან ადამიანები უფრო დიდ სახლებს ეძებენ, რომელიც დისტანციური მუშაობისთვის გამოდგება, უფრო იაფი ჯდება და მჭიდროდ დასახლებული ადგილებიდან შორსაა, რაც ინფიცირების რისკებს ამცირებს“, – წერს სააგენტო.

