ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“რაც ევროპიდან გვესმის, არა ლუკაშენკოს, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას, არამედ გეოპოლიტიკას ეხება”- სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბელარუსში განვიტარებულ მოვლენებს ეხმიანება და როგორც აცხადებს, არავინ მალავს, საქმე ეხება გეოპოლიტიკას და პოსტ-საბჭოთა სივრცისთვის ბრძოლას. ამის შესახებ ლავროვმა Россия 1-თან ინტერვიუში განაცხადა.

ლავროვის თქმით, ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევის მიზანი ქვეყანაში ისეთი წესრიგის დამყარებაა, რომელსაც გარე მოთამაშეები თავიანთთვის მომგებიანად თვლიან.

ლავროვი იმედი გამოთქვა, რომ ბელარუსი საკუთარი შიდა პოლიტიკის საქმეებს თავად მიხედავს.

„არავინ მალავს, რომ საქმე ეხება გეოპოლიტიკას და პოსტ-საბჭოთა სივრცისთვის ბრძოლას. რაც ახლა ევროპის დედაქალაქებიდან, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და პოლონეთიდან გვესმის, არა ალექსანდრე ლუკაშენკოს, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას, არამედ გეოპოლიტიკას ეხება,“- აღნიშნა ლავროვმა

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება.  მას შემდეგ რაც ოფიციალური შედეგების მიხედვით, ალექსანდრ ლუკაშენკომ არჩევნებში გამარჯვება მეექვსედ მოიპოვა, ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო. შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დააკავეს 3000 მოქალაქე. 17 აგვისტოს ბელარუსში უწყვეტი საპროტესტო აქციების შემდეგ, ქვეყნის მთავრობა გადადგა. ვყანაში ასევე შევიდა  რუსული სამხედრო ტექნიკიკაც.

დასავლეთი და ამერიკა ბელარუსში განვიტარებულ მოვლენებს აპროტესტებენ, ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებენ და რუსეთს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

 

იტვირთბა....