“ნუ დახარჯავ თუნდაც წუთს ვიღაცისთვის იმის მტკიცებაში და ახსნაში, რასაც მისი გონება ვერასოდეს ჩაწვდება,” ამიტომ გამძლეობას გისურვებთ მანამდე სადამდეც გეყოფათ, მაგრამ მეეჭვება, დიდხანს გაგრძელდეს! შიმშილობას რაც შეეხება, ისეთივე აბსურდული და დადგმული მგონია, როგორებიც თქვენ ხართ, თუმცა რა შემიძლია გითხრათ ის რაც ისედაც არ იცით…“
ანი შაქარაშვილი – გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის და
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რომ დაკავებულის მამის, თამაზ ხომასურიძის განცხადებით, თუ მისი ბრალდებული შვილის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, კერძოდ დაიკითხოს სიცრუის დეტექტორის მეშვეობით, ის შიმშილობის შემდეგ სუიციდს მიმართავს.
არასრულწლოვნის მამის შიმშილობას გენერალურ პროკურატურასთან ოჯახის სხვა წევრებიც შეუერთდა.
გენერალურმა პროკურატურამ, 12 აგვისტოს, შაქარაშილის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა.
უწყების ცნობით, გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რის შემდეგაც, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რამაც გამოიწვია მისი გარდაიცვალება.
უწყებამ, გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ვიდეო გაასაჯაროვა.
გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.