“მე არ ვარ გიორგი შაქარაშვილის ბიძა, რომ უაპელაციოდ ვილაპარაკო, რადგან ვამბობ, ე.ი. ვამბობ. დავამტკიცებ იმას, რომ ამირხანაშვილი და შაქარაშვილი დაიმალნენ ერთად და ამირხანაშვილმა დაინახა, თუ როგორ ჩავარდა წყალში შაქარაშვილი და არავის უთხრა ეს.”
თამაზ ხომასურიძე – გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამა
ამის შესხებ დაკავებულის მამამ ჟურნალისტებტან განაცხადა.
თამაზ ხომასურიძის განცხადებით, თუ მისი ბრალდებული შვილის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, რომ დაიკითხოს სიცრუის დეტექტორის მეშვეობით, შიმშილობის შემდეგ სუიციდს მიმართავს.
როგორც მან ჟურნალისტებს გენერალური პროკურატურასთან განუცხადა, მისი შვილის ზ.ხ-ს მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ სიცრუის დეტექტორზე გაიაროს, ასევე დეტექტორი გაიარონ “ტოიოტა ქამრის”ავტომობილის მგზავრებმა, მოწმეებმა გური ამირხანაშვილმა და იაკობ ბრეგვაძემ და ამგვარად გაირკვეს სიმართლე გიორგი შაქარაშვილის საქმეზე.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს გაიმართება. პროკურატურამ „ტოიოტა ქამრის“ 5 მგზავრს ბრალი დაუმძიმა და მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. გიორგი შაქარაშვილი 22 ივნისს ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს.