სამტრედიაში “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბის წევრი და პარტიის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი დავით ზაქრაძე დააკავეს.
ზაქრაძის სახლს სამართალდამცველები დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ჩხრეკდნენ. როგორც პარტიის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, პოლიციელები იარაღს და ნარკოტიკს ეძებდნენ, თუმცა ვერ აღმოაჩინეს.
შემთხვევა დაახლოებით 6 საათის წინ მოხდა. ცნობილია, რომ დაკავებული პოლიციის შენობიდან გაიყვანეს, თუმცა სად გადაიყვანეს, ოჯახს არ ეუბნებიან.