“შსს-ს ფლობს ამის შესახებ ინფორმაციას, რომ ხშირად კეთდება აქცენტები ჩემი სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ, თუმცა რეაგირება ჯერ-ჯერობით არ მომხდარა.”
ბაჩანა ლობჟანიძე – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ე.წ. შეყვარებული
“2020news”
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.