ახალი ამბები მთავარი ციტატა

“საქმე ექსპერტიზის შემდეგ გადაკვალიფიცირდება, შუალედური დასკვნა უკვე გამოთხოვილია და ხუთშაბათისთვის იქნება ცნობილი” – ბაჩალიაშვილის დედა

“ორი დღე უნდათ, რომ გამომძიებლები გაეცნონ მასალებს, ხუთშაბათს მოვალთ და ჩვენთვითონაც რა კითხვებიც გვექნება ერთად დავსხდებით და განვიხილავთ, საქმე ექსპერტიზის შემდეგ გადაკვალიფიცირდება, შუალედური დასკვნა უკვე გამოთხოვილია და სავარაუდოდ ხუთშაბათისთვის იქნება.”

თეონა თამაზაშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის დედა

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....